კვირიკაშვილი: საქართველოსთან ევროკავშირის ვიზების გაუქმება ისტორიული მოვლენაა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თაობაზე კენჭისყრა წარმატებით დასრულდება.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მადლობა წინასწარ გადაუხადა.

კენჭისყრა ევროპარლამენტში ხუთშაბათს გაიმართება.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მარტში ვარაუდობს

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა… დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ… მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ევროპარლამენტარს, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომლებიც ამ მიზნის მიღწევისთვის მუშაობდნენ.

„დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით დიდი შესაძლებლობები იხსნება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტი 2 თებერვალს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას კენჭს უყრის

პრემიერმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესებს და ამა თუ იმ ევროპული ქვეყნის კანონმდებლობას განუხრელად დაიცავენ.

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს.

რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0