ქართველი მსახიობი ირანში ფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა

© FB / Нана Бутхузиნანა ბუთხუზი
ნანა ბუთხუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
35–ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ Fadjr-ზე სპექტაკლში „ფსკერზე“ ვასილისა კარპოვნას როლის შესრულებისთვის ნანა ბუთხუზმა ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ გაიმარჯვა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანა ბუთხუზი ირანში საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა.

დასი  35–ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე Fadjr (Fadjr International Theater Festival) მონაწილეობდა, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანში 20–31 იანვარს გაიმართა, იუწყება პორტალი Art Info. 

ნატო ვაჩნაძე - Sputnik საქართველო
თბილისში მსახიობ ნატო ვაჩნაძის ძეგლი დაიდგა

ქართულმა თეატრმა ფესტივალზე ორი სპექტაკლი წარადგინა — დავით დოიაშვილის „ფსკერზე“ და მაკა ნაცვლიშვილის „ფსიქოზი 4.48“.

სპექტაკლში „ფსკერზე“ ნანა ბუთხუზმა ვასილისა კარპოვნას როლი შეასრულა და გაიმარჯვა ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი Fadjr ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. ფესტივალის პროგრამაში ტრადიციულად ირანის თეატრებისა და უცხოური კოლექტივების საუკეთესო დადგმებია წარმოდგენილი.

წელს თეირანის სცენაზე მაყურებელს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს თეატრალურმა კოლექტივებმა საქართველოდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, შვეიცარიიდან, ერაყიდან, იაპონიიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან. 

ნინო კასრაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწეები დაჯილდოვდნენ

ნანა ბუთხუზი 1977 წელს დაიბადა. 1994 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა, 1998 წელს კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2009 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ნანა ბუთხუზის რეპერტუარშია როლები სპექტაკლებიდან „მაკბეტი“, „მარკიზა დე სადი“, „სახლი საზღვარზე“, „სირანო დე ბერჟერაკი“, „ცხოვრება იდიოტისა“, „ბალიშის კაცუნა“ და სხვ. 

სხვადასხვა დროს მსახიობს უთამაშია სპექტაკლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა  თეატრში.


ყველა ახალი ამბავი
0