საქართველოში 2016 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწეები დაჯილდოვდნენ

გამოწერა
დამოუკიდებელი თეატრალური პრემია გადაეცათ რეჟისორ დავით საყვარელიძეს, დრამატურგ ლაშა ბუღაძეს, მსახიობებს ნინო კასრაძესა და გიორგი გლოველს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ ცერემონიაზე თეატრალური პრემია „დურუჯის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

„დურუჯი“ — პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც შეიქმნა საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და კომპანია „რედიქსის“ თაოსნობით და უკვე მე-8 წელია იმართება. პრემია თეატრის მოღვაწეებს თეატრალურ დარგში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ.

2016 წელს ჟიურიმ 20 თეატრის 33 განაცხადი განიხილა. 7 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 21 ნომინანტი, იუწყებიან კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
მიხეილ გიორგაძე: 2016 წელი წარმატებული იყო

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო დავით საყვარელიძეს გადაეცა სპექტაკლისთვის „ლისისტრატე“.

საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორად ლაშა ბუღაძე დასახელდა („ლისისტრატე“).

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ნინო კასრაძემ გაიმარჯვა („ლისისტრატე“), ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო წელს გიორგი გლოველს გადაეცა („იხვებზე ნადირობა“).

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი ახალგაზრდა რეჟისორს ავთანდილ დიასამიძეს გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0