მიხეილ გიორგაძე: 2016 წელი წარმატებული იყო

© Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ გიორგაძე
მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება 2017 წლის პრიორიტეტებს, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება იქნება, განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.

2016 წელი გარღვევა იყო კულტურის სამინისტროს მუშაობაში როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პოპულარიზაციის კუთხით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით, თვლის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. 

„2016 წელს ძალიან წარმატებული პროექტები გვქონდა და, ვფიქრობ, კარგი ტემპი აქვს აღებული კულტურის სამინისტროს“, — განაცხადა გიორგაძემ. 

მინისტრის თქმით, 2016 წელს მრავალ ობიექტს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს, თბილისის სამხატვრო აკადემიას, თოჯინების თეატრს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს. კულტურის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეულები ასევე რამდენიმე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები გახდნენ. 

„2016 წელს მიღწეული წარმატებებიდან აღსანიშნავია UNESCO-ს ქართული ანბანის სამი სახეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შესვლა, ასევე ჯვრის, სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრებზე UNESCO-ს გაძლიერებული დაცვის რეჟიმის ამოქმედება. წარმატება იყო მესტიის მუზეუმის ევროპის საუკეთესო მუზეუმების ათეულში მოხვედრა, ხელოვნების სასახლის Google-ის „კულტურული ინსტიტუტის“ რუკაზე აღნიშვნა და მისი „ევროპა ნოსტრას“ განსაკუთრებული პრიზით დაჯილდოება“, — აღნიშნა გიორგაძემ.  

მიხეილ გიორგაძე: კულტურას ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია

რაც შეეხება 2017 წლის პრიორიტეტებს, მიხეილ გიორგაძის თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება იქნება. 

„ჩვენი მთავარი გზავნილი ის გახლავთ, რომ კულტურა არ არის ფუფუნება, კულტურას გარდა სულიერი, ინტელექტუალური, ესთეტიკური ღირებულებებისა, შეუძლია ძალიან კონკრეტული ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“, — განაცხადა მინისტრმა. 

მცხეთა - Sputnik საქართველო
UNESCO: მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმი ამოქმედდა

მნიშვნელოვანი დარგი, რომელის განვითარებასაც, მინისტრის აზრით, პერსპექტივა გააჩნია, კინოინდუსტრიაა. 

„საქართველოში კინოინდუსტრია ძალზე დინამიურად ვითარდება და ამას მთავრობაც უწყობს ხელს. რად ღირს თუნდაც ის, რომ საქართველოში დახარჯული ინვესტიციის გარკვეული პროცენტი უცხოელ კინოპროდიუსერებს უკან დაუბრუნდებათ. ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და საქართველოში უფრო მეტ ინვესტიციებს მოიზიდავს“, — აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს გაგრძელდება პროექტი Check in Georgia, რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი ცნობილი ვარსკვლავი ეწვია. 

ყველა ახალი ამბავი
0