თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე — ჯვრის, სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრებზე გაძლიერებული დაცვის რეჟიმი ამოქმედდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავის Facebook გვერდზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი აქვეყნებს,
„გილოცავთ! კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე — UNESCO-ში, „შეირაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ კომიტეტის მე-11 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე“ (ჯვარი, სვეტიცხოველი, სამთავრო) გაძლიერებული დაცვის რეჟიმი ამოქმედდა», — წერს ლევან ხარატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.