ბათუმში დედა–შვილი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედა–შვილი, სავარაუდოდ, გაყინვის გამო გარდაიცვალა. ეს ბოლო დროს უამინდობის გამო მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „აჭარა“.

მეზობლები და ნათესავები გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ერთ–ერთი ვერსიით, დედა–შვილი გაიყინა. თუმცა რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

როგორც მეზობლები აცხადებენ, სამაშველო სამსახურში მას შემდეგ დარეკეს, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის არც ერთი წევრი არ გამოჩნდა.

დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში

ახლობლების ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 75 წლის ქალბატონი კი მძიმედ ავადმყოფობდა.

გარდაცვლილი დედა-შვილი ექსპერტიზაზე გვიან ღამით გადაასვენეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ეს ბოლო დროს უამინდობის გამო მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა არ არის.

ჩოხატაურისა და ვანის მუნიციპალიტეტების საზღვარზე მამაკაცი მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს.

ჩოხატაურში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ვანში, სოფელ ყუმურში სტუმრად იმყოფებოდა და უკან მთაზე გადასასვლელი საფეხმავლო გზით ჩოხატაურში ბრუნდებოდა. ოჯახის წევრები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მთაზე გადასასვლელით ჩოხატაურისკენ მიმავალი მამაკაცი მესაქონლეთა კარავთან ახლოს იპოვეს.

თოვლიანი ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში თოვლის მასამ სავაჭრო ობიექტი დაანგრია

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამას გარდა აჭარაში დიდთოვლობას ემსხვერპლა 44 წლის მამაკაცი, რომელიც სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა.

იანვრის ბოლოს საქართველოს მასშტაბით თოვლის დიდი რაოდენობა მოვიდა. უამინდობამ შეაწუხა კახეთის, აჭარის, გურიისა და იმერეთის მოსახლეობა. გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ქვეყნის ზოგიერთ ავტომაგისტრალზე.

ყველა ახალი ამბავი
0