უბედური შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში

© администрация Кобулетиდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში დიდთოვლობის გამო სახლის ჩამონგრევას 44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ზედა სამებაში დიდთოვლობის გამო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც 44 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საქართველოში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან - Sputnik საქართველო
უამინდობა დასავლეთ საქართველოში

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. უბედური შემთხვევის დროს ოჯახის უფროსი სახლში მარტო იყო, მისი ცოლი და შვილი ბათუმში იმყოფებოდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“.

ყველა ახალი ამბავი
0