თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამინდის რთული პირობების გამო საქართველოს რიგ მაგისტრალებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს, მათ შორის სომხეთისკენ მიმართულებით, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ტრასის 75-97-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილებისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
ძლიერი ყინვის ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასეთივე რეჟიმი მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 0-58-ე კმ (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე, ასევე კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–193-ე კმ (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ალპანა-ცაგერის გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე.
ინტენსიური თოვისა და ზვავსშიშროების გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-57-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის 1-34-ე და 58-72-ე კმ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის მე-4-29-ე კმ (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.