საქართველოსა და სომხეთში დარიალის გზის ალტერნატივას განიხილავენ

© Правительство Грузииსაქართველოსა და სომხეთის მტავრობის წევრებმა სატრანსპორტო დერეფნის საკითხი განიხილეს
საქართველოსა და სომხეთის მტავრობის წევრებმა სატრანსპორტო დერეფნის საკითხი განიხილეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა თბილისში ვიზიტისას საქართველოს მთავრობის წევრებთან „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატიული გზების შესაძლებლობა განიხილა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფანზე ისაუბრა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას და მაგისტრალებს, რომელთა განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის დასახელდა E-60 ტრანზიტული დერეფანი, ასევე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებები.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საქართველოს სამხედრო გზა?

აღინიშნა, რომ სომხეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადასაზიდად ოპტიმალურია რუსთავი-სადახლოს და თბილისი-გუგუთის მიმართულებები.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დაესწრნენ.

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ დახურვის შემდეგ სომხეთს რუსეთთან სახმელეთო გზა ჩაეკეტა.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: რაც უფრო მეტი გზა დააკავშირებს საქართველოს მსოფლიოსთან, მით უკეთესი
 

სომხეთის მოქალაქეები სამხედრო გზის ჩაკეტვის გამო „ზემო ლარსის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

სატრანსპორტო მაგისტრალზე ამ დრომდე ჩარჩენილია სომხეთიდან რუსეთში ექსპორტზე მიმავალი პროდუქციით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები. 

ყველა ახალი ამბავი
0