თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა სომხეთის წინადადებაზე, რომელიც საქართველოდან რუსეთში ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის გავლით ალტერნატიული გზის შექმნას გულისხმობს.
ერთადერთი მოქმედი სახმელეთო საკონტროლო გამტარი პუნქტი საქართველოდან რუსეთისკენ გზაზე სამხედრო გზაზე მდებარეობს, რომლის ნაწილი კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის შედეგად დაინგრა.
„ზოგადად, ეუთოც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს, რომ გზები და გვირაბები გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო მშვიდობიანი დანიშნულებით და არა ტანკებისათვის და სხვა შეიარაღებული ძალებისთვის. ზოგადად, მსოფლიოსთან რაც უფრო მეტი დამაკავშირებელი გზა იქნება, საქართველოსთვის უკეთესი იქნება… რა მოლაპარაკებებზეა საუბარი, ვერ გეტყვით“, — განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
რუსული და ქართული მხარეების მოლაპარაკებების შესახებ უფრო ადრე სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა.
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზა, თუ უამინდობამ არ შეუშალა ხელი, ორი კვირაში გაიხსნება, განაცხადა მანამდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.
კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩასვლა ოფიციალური თბილისის ინფორმირების გარეშე არაკანონიერია და ისჯება ან დიდი ოდენობის ჯარიმით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.