ავიარეისი ქუთაისი–მილანი უამინდობის გამო გადაიდო

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიდიდთოვლობა აეროპორტში
დიდთოვლობა აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრული ავიაკომპანია WizzAir–ის ეკიპაჟი ქუთაისიდან მილანში უამინდობის გამო არ გაფრინდა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი თოვის გამო ქუთაისი–მილანის რეისი გადაიდო. რეისს უნგრული ავიაკომპანია WizzAir–ი ასრულებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

თოვლისგან გზის გაწმენდა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ძლიერი თოვის გამო აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

გაფრენა დილის 6:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პილოტმა უამინდობის გამო რეისი გააუქმა. მოგვიანებით ეკიპაჟმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო დღე დასრულდა და ფრენა აღარ შედგება.

რეისის მგზავრებს შემდეგ ფრენამდე, რომელიც ხვალ დღის სამ საათზეა დაგეგმილი, სასტუმროში განთავსება შესთავაზეს.

მგზავრთა ნაწილი საკითხის ამგვარად გადაწყვეტით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მათ წასვლას აზრი აღარ აქვს, რადგან მილანში სულ 2–3 დღით მიდიოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0