თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბათუმში ინტენსიურმა თოვამ აეროპორტის მუშაობა შეაფერხა, ამის გამო ცვლილებები შევიდა ბათუმის აეროპორტის განრიგში. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
კერძოდ, ფრენა დროულად ვერ განხორციელდა სტამბულისა და მოსკოვის მიმართულებით; მგზავრები სასურველი მიმართულებით გაფრენას ელოდებიან.
ქალაქში ცენტრალური მაგისტრალი უკვე იწმინდება, ხოლო შიდა სასოფლო გზების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, ხოლო აჭარის მაღალმთიანეთში – ძლიერი თოვა და ქარბუქი.