თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისში დილიდან თოვს, შესაბამისი სამსახური ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, განაცხადა მუნიციპალური კომპანია „თბილსერვისის“ უფროსმა მამუკა ჯღარკავამ.
ამ დროისთვის თბილისში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსია. სინოპტიკოსები თოვლს დედაქალაქში 30 იანვრამდე ვარაუდობენ.
„დილის 7 საათიდან გადაუღებლად თოვს. ჩვენ გზების გაწმენდით სამუშაობს ვატარებთ არამარტო თბილისში, არამედ მცხეთასა და კოჯორში. გზები იწმინდება ზემო ვერაზე, ნუცუბიძის პლატოზე და ჯიქიაზე. თუმცა, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები არსად არ არის დაწესებული“, — განაცხადა ჯღარკავამ ტელეარხ „პირველზე“.
აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია კომპანია „თბილსერვისს“ „ცხელ ხაზზე“ (032) 261-90-50 დაუკავშირდეს.