საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის შედეგად 2 250-მდე ადამიანი გაათავისუფლეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია მინისტრმა ლევან იზორიამ გასული წლის ნოემბერში დააანონსა, როდესაც უწყების ხელმძღვანელის პოსტზე 100-დღიანი მუშაობა შეაჯამა. რეფორმები 19 დეკემბერს დაიწყო, როდესაც იზორიამ რამდენიმე შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
რეორგანიზაცია თავდაცვის უწყებაში: მინისტრი მრჩეველების გარეშე დარჩა

გათავისუფლება შეეხო როგორც თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებს.

რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებულია 400 შტატგარეშე და 1 350 შტატიანი თანამშრომელი. რაც შეეხება სამხედრო პირებს, უმუშევარი დარჩა 217 ოფიცერი და 123 სერჟანტი.

თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 217-დან 209 ოფიცერი საკუთარი სურვილით გათავისუფლდა და ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მიიღო. კომპენსაციის საერთო თანხა 5 197 500 ლარია.

კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით: 

• ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი — 10 ათასი ლარი

• კაპიტანი — 14 ათასი ლარი

• მაიორი — 18 ათასი ლარი

• ვიცე-პოლკოვნიკი — 23 ათასი ლარი

• პოლკოვნიკი — 29 ათასი ლარი.

ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებებიც — როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე შეიარაღებულ ძალებში.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს

ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესი ასევე შეეხო უწყების მმართველობის ზედა რგოლებსაც. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს მინისტრისა და მისი მოადგილეების 10 მრჩეველი და, ამგვარად, მრჩევლის ინსტიტუტი მთლიანად გააუქმეს. ამ გადაწყვეტილების წყალობით სამინისტრომ მრჩევლების წლიური ხელფასის — 389 556 ლარის ეკონომია შეძლო.

მრჩევლების შტატი გააუქმეს ასევე შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და მის ქვესტრუქტურებში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეფორმის მიზანია, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს.

განხორციელებული რეფორმის შედეგად უწყებამ 32 მლნ ლარის ეკონომია შეძლო.

თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ქვეყნის ბიუჯეტიდან უწყებისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 33% მოხმარდა სამხედრო საჭიროებებს, 67% კი ხელფასებსა და სოციალურ ხარჯებზე დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0