ინტენსიური თოვა და ლიპყინული საქართველოს გზებზე პრობლემებს ქმნის

© Facebook / Roads Department of Georgiaსაქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა თოვლისგან
საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავებით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლისა და ლიპყინულის გამო რიგ მაგისტრალებზე სპეციალური რეჟიმები დააწესა, აცხადებენ უწყების პრეს-სამსახურში.

ინტენსიური თოვის და  ქარბუქის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–193–ე კმ (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე გზის თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

ვითარება გზებზე - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები რუსეთისა და სომხეთის მიმართულებით

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106–ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისთვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადადგილება.

ადგილზე იმყოფებაიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს 24–საათიან რეჟიმში განაგრძობს. ამინდის გაუმჯობესებისთანავე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 0-58–ე კმ (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის  გამო, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის    75-97–ე კმ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისგან გზის გაწმენდა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ძლიერი თოვის გამო აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36–ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146–ე კმ მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112–ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72–ე კმ  (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0