ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები რუსეთისა და სომხეთის მიმართულებით

© Sputnik / Alexander Imedashviliვითარება გზებზე
ვითარება გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდს საქართველოში ავტოტრანსპორტის მოძრაობაში კორექტივები შეაქვს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს რიგ ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე შეზღუდვები მოქმედებს, ნათქვამია ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1-106-ე კილომეტრზე.

რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო

თოვის, ძლიერი ქარბუქის და ლიპყინულის გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა-ნინოწმინდის (110–146 კმ) მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს სომხეთის საზღვრისკენ მიმავალ ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ — ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ავტოსაგზაო დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები და დაიცვან დადგენილი წესები.

ყველა ახალი ამბავი
0