თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აკრძალვა მოქმედებს ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზეც, კერძოდ, ნაქერალას უღელტეხილზე. ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ადგილზე მობილიზიებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.