თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში შვეიცარიის გუნდს ანგარიშით 6:3 სძლია და ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა. მატჩი თბილისში გაიმართა.
იმისათვი, რომ დასახული მიზნისთვის მიეღწიათ, ქართველ ფეხბურთელებს „A“ ჯგუფის დასკვნით მატჩში ფრე ანგარიშიც აწყობდათ. ავთო ასათიანის გუნდმა თამაშის დაწყებისთანავე აიღეს ინიციატივა და მეცხრე წუთში გოლიც გაიტანეს — 3:0. ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა, შემდეგ კი დუბლით არჩილ სებისკვერაძე გამოირჩა.
შეხვედრის მეორე ტაიმში შვეიცარიელებმა თამაში უფრო აქტიურად დაიწყეს და ერთი წუთის განმავლობაში ორი გოლი გაიტანეს. თუმცა, მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა ორი შეტევა განახორციელეს და საკუთარი უპირატესობა სამ გოლამდე გაზარდეს 5:2.
მატჩისდ ასასრულს, გუნდებმა გატანილი გოლები გაცვალეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელიც 3-12 აპრილის პერიოდში მინსკში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსის, იტალიისა და ჰოლანდიის გუნდები იქნებიან.
იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, რომელიც სლოვაკეთში 30 იანვრიდან 10 თებერვლის პერიოდში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა ესაჭიროება.