თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. რუსეთის მხრიდან აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების - დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებებს არავინ შეუერთდება, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ლიდერის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
ტრამპი და პუტინი სატელეფონო საუბარი შაბათს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 21:00) გაიმართება და მასში, თეთრი სახლის მონაცემებით, მონაწილეობას მიიღებს აშს-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
„არ იგეგმება“, — განაცხადა პესკოვმა აღნიშნულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
პარასკევს ტელეარხ CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა კელიან კონუეიმ განაცხადა, რომ ტრამპი და პუტინი სატელეფონო საუბრისას ტერორიზმთან ბრძოლის, ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ურთიერთმოქმედების საკითხებზე იმსჯელებენ, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება საერთო თანხმობის მიღწევა.
ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიისას არაერთხელ აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქვს რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ და გარდა ამისა, იმედი აქვს ტერორიზმთან ბრძოლაში მოსკოვთან შეთანხმების მიღწევის.