გააუქმებს თუ არა ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს: ბოლო სიახლეები

© photo: Sputnik / Natalya Silverstova / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის მრჩეველმა აღნიშნა, რომ თემა „ურთიერთობების გაუმჯობესების“ კონტექსტი განიხილება დ დასძინა, რომ რუსეთი მზადაა ისლამური ტერორისზმის განადგურებისთვის აშშ-თან გაერთიანდეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი კელიან კონუეიმ ტელეარხ Fox News-ის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხზე მსჯელობა მიდის, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მანამდე გამოცემა Politico-ს ჟურნალისტმა სიუზან გლასერმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაშიანტირუსული სანქციების შესუსტებისა და გამარტივების შესახებ ბრძანებულება მზადდება. როგორც მან წყაროზე დაყრდნობით აღნიშნა, პროექტი სანქციების ცალმხრივად  გაუქმებას ითვალისწინებს. 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
მედვედევი: სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანია

„ყველა ამ საკითხზე განხილვა მიდის“, — უპასუხა მან ტელეარხის ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე,  - არის თუ არა აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ სატელეფონო საუბრის თემებს შორის.

კონუეიმ აღნიშნა, რომ ყოველივე ეს კეთდება კონტექსტში „ურთიერთობების გაუმჯობესება სხვადასხვა უცხოელ ლიდერებთან და სახელმწიფოებთან“. რუსეთს მან  უწოდა „კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს შესაბამისი რესურსი და მზადაა შეუერთდეს აშშ-ს იმისთვის, რომ ერთად გაანადგურონ რადიკალური ისლამური ტერორიზმი“.

პარასკევს CBS-ზე კონუეიმ დაგეგმილი განხილვის თემები გააჟღერა, რომელთა შორის მან გამოყო ტერორიზმთან ბრძოლა, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და საკითხებში ურთიერთმოქმედება, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება საერთო გაგების მიღწევა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ადრე აღნიშნა, რომ კრემლში არ იციან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო გეგმების შესახებ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0