თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსეთის ფედერაციას არ უნდა ჰქონდეს მალე ანტირუსული სანქციების გაუქმების იმედი, განაცხადა რუსეთი ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა „ედინაია როსიას“ ყრილობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„დროა თავი დავანებოთ ილუზიებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ სანქციები გაუქმდება. ეტყობა რაც მოხდა დიდ ხანს გასტანს. არ არის საჭირო სხვისი არჩევნების იმედის ქონა“, — თქვა მედვედევმა.
რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა 2014 წელს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ყირიმის გამო სიტუაცია გამწვავდა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბევრი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ექსპერტი ალაპარაკდა რუსეთს წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შერბილების ან სულაც გაუქმების შესაძლებლობაზე უკვე მიმდინარე წელს. განსაკუთრებით აქტიური საუბარი იყო ამ თემაზე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, სადაც რუსეთის დელეგაციამ მთელი რიგი შეხვედრები გამართა ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ინვესტორებთან.