ჰარი პოტერის ფილმების ერთ-ერთი გმირი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჯონ ჰიორტი
ჯონ ჰიორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს მსახიობს კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, გაზეთ Independent-ის ცნობით, მან დაავადება დაამარცხა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰიორტი, რომელიც ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმებითაა ცნობილი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Hollywood Reporter-ზე დაყრდნობით.

2015 წელს მსახიობს კუჭქვეშა ჯირკვალის  სიმსივნე დაუდგინდა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, გაზეთ Independent-ის ცნობით, მან დაავადება დაამარცხა. 

ჰარი პოტერი - Sputnik საქართველო
ჰარი პოტერის მაგიურ სამყაროზე კიდევ ხუთ ახალ ფილმს გადაიღებენ

მსახიობი ჯონ ჰიორტი, რომლის სრული სახელია ჯონ ვინსენტ ჰიორტი,  1940 წლის 22 იანვარს ჩესტერფილდში, ინგლისელი მღვდელის და მსახიობის ოჯახში დაიბადა.

ჯონის დებიუტი სამსახიობო კარიერაში 1962 წელს შედგა. საერთაშორისო აღიარება კი მსახიობმა ფრედ ზინემანის კლასიკური ისტორიული დრამით „ ადამიანი ყველა დროისთვის“ (1966) მოიპოვა, რომელმაც “ოსკარზე“ ექვსი პრიზი მიიღო.

ჰარი პოტერის ფილმში ჯონ ჰიორტმა მისტერ ოლივანდერის ჯადოსნური ჯოხების მაღაზიის მფლობელის როლს ასრულებს. ის აგრეთვე გადაღებულია ფილმებში „მელანქოლია“, „1984“, „უცხო“, „ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალას სამეფო“ და სხვ.

2014 წელს მას რაინდის წოდება მიანიჭეს.

ჰიორტი — ბრიტანული პრემია BAFTA-ს ოთხგზის და ამერიკული „ოქროს გლობუსის“ ლაურეატია.გარდა ამისა, ის „ოსკარზე“ ორჯერ იყო ნომინირებული: ფილმებში „კაცი-სპილო“ (1981) და  „შუაღამის ექსპრესში“ (1979) შესრულებული მეორე ხარისხის როლისთვის.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0