ჰარი პოტერის მაგიურ სამყაროზე კიდევ ხუთ ახალ ფილმს გადაიღებენ

© Каро Премьер / გადასვლა მედიაბანკშიჰარი პოტერი
ჰარი პოტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ცნობილი იყო, რომ „უორნერ ბრაზერსი“ სამი ფილმის გადაღებას აპირებდა, პროექტის სცენარის ავტორი კი ჯოან როულინგი უნდა ყოფილიყო.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების მაგიური სამყაროს შესახებ კიდევ ხუთ ახალ ფილმს გადაიღებენ ჯოან როულინგის ბესტსელერის მიხედვით.

ახალ ფილმებს საფუძვლად როულინგის ნაწარმოები Fantastic Beasts and Where to Find Them („ფანტასტიკური ცხოველები და მათი საცხოვრებელი ადგილები“) დაედება. მწერალი ამბობს, რომ ფილმი ჰოგვართსის სკოლის მოსწავლეთა ისტორიას კი არ განაგრძობს, არამედ „განავრცობს“ მათ სამყაროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იქნება ხუთი ახალი ფილმი“, — აცნობა მკითხველებს ჯოან როულინგმა ლოს-ანჯელესში მათთან გამართულ შეხვედრაზე.

© FLICKR/ DANIEL OGRENჯოან როულინგი
ჯოან როულინგი - Sputnik საქართველო
ჯოან როულინგი

მანამდე ცნობილი იყო, რომ ამერიკული კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსი“ სამი ფილმის გადაღებას აპირებდა ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, პროექტის სცენარის ავტორი კი თავად როულინგი უნდა ყოფილიყო.

მასმედია წერს, რომ სპინ-ოფის პრემიერა 18 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ჯოან როულინგის შვიდი წიგნისგან შემდგარი სერია ჰარი პოტერზე 1997-2007 წლებში გამოიცა 400-მილიონიანი ტირაჟით და 65 ენაზე ითარგმნა.

ყველა ახალი ამბავი
0