დემოკრატიის ინდექსში მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კარგი საარჩევნო პროცესითა და პლურალიზმით გახდა გამორჩეული, რისთვისაც 10-დან 8,67 ქულა მიიღო. საქართველო კარგი საარჩევნო პროცესითა და პლურალიზმით გახდა გამორჩეული, რისთვისაც 10-დან 8,67 ქულა მიიღო.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო ორგანიზაცია The Economist Intelligence Unit-ის   კვლევის მიხედვით, საქართველომ დემოკრატიის ინდექსში  მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის  78-ე ადგილი დაიკავა.

ინდექსის შედგენისას კვლევის ავტორებმა გაითვალისწინეს საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი,  მთავრობის მუშაობა,  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის  მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. 

რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით რეგიონში ლიდერობს

ინდექსის შედგენისას კვლევის ავტორები ქვეყნებს ოთხ კატეგორიაში ყოფენ: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

კვლევის თანახმად, საქართველოში გარდამავალი რეჟიმია. ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში აღმოაჩნდა — 10-დან 8,67 ქულა. ქვეყანაში მთავრობის მოღვაწეობამ და პოლიტიკურმა კულტურამ კი  შემდეგი შეფასებები მიიღო — 4, 29 და 5 ქულა.

რეიტინგში სომხეთმა 120-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა —  148-ე, რუსეთმა — 134-ე და თურქეთმა — 97-ე.

დემოკრატიის ინდექსის პირველ ათეულშია ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია.

ინდექსში აშშ 21-ე ადგილზეა, გერმანია — მე-13, ხოლო დიდი ბრიტანეთი მე-16 ადგილს იკავებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0