GWP მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყლის კომპანიები აბონენტებს ურჩევენ, სახლში არსებული ყველა ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით დატოვონ, რაც ხელს შეუშლის ონკანში წყლის გაყინვას.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბოლო დღეებში თოვლი და ყინვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს გარკვეულ პრობლემებსა და საშიშროებას უქმნის. მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), რუსთავის წყალი“ და მცხეთის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციებით მიმართავენ, ნათქვამია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცახდებაში.  

თოვლი - Sputnik საქართველო
ვითარება საქართველოს გზებზე: მოქმედებს შეზღუდვები

იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავიდან აიცილოს წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვა, საჭიროა შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები.

აღნიშნული კომპანიები აბონენტებს ურჩევენ სახლში არსებული ყველა ონკანი დატოვონ მოშვებული წყლის მცირე ჭავლით, რაც ხელს შეუშლის ონკანში წყლის გაყინვას. 

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.


ყველა ახალი ამბავი
0