წინანდალი საქართველოში კლასიკური მუსიკის ცენტრად იქცევა

გამოწერა
წინანდალში დაგეგმილია მუსიკალური დარბაზის, სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკისა და საკონცერტო დარბაზების მშენებლობა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, კლასიკური მუსიკის „წინანდლის ფესტივალი“ დაფუძნდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

Silk Road Group-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციას შორის, პარასკევს შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერამდე Silk Road Group-ის წარმომადგენლებს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. 

თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი - Sputnik საქართველო
თბილისის კონსერვატორია დიდი დარბაზის გახსნის იუბილეს აღნიშნავს

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფესტივალის ჩასატარებლად, წინანდალში, 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზის, 60-ნომრიანი სასტუმროს, ღია ამფითეატრის, ბიბლიოთეკის, საკონფერენციო დარბაზებისა და მულტიფუნქციური სივრცეების აშენება იგეგმება.

პროექტი წინანდალში საერთაშორისო მუსიკალური აკადემიის დაარსებასაც გულისხმობს, რომლის ფარგლებში 60-კაციანი ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდება. ახალგაზრდებთან კლასიკური მუსიკის სფეროს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები და შემსრულებლები იმუშავებენ.

კვირიკაშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სერვისების განვითარებას, რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

 „წინანდლის ფესტივალი“ 2019 წლიდან დაიწყება და ყოველწლიურად გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0