ქართველმა სტუდენტებმა აბიტურიენტებისთვის პროგრამა შექმნეს

© Jeshu Johnმობილური პროგრამების გამოყენება სმარტფონში
მობილური პროგრამების გამოყენება სმარტფონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მობილური ტელეფონისთვის პროგრამა შექმნეს, რაც აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. პროგრამას NAEC APP – NAPP ეწოდება და მისი მეშვეობით აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული, ასევე საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად ტესტების გავლას შეძლებენ.

პროგრამაზე ერთად მუშაობდნენ მეორე კურსის სტუდენტები დავით სოსელია, ანდრო გვივრაძე, გიგა ვაშაკიძე, ნიკა მინაშვილი და ლუკა ლომთაძე.

„მეგობრებთან ერთად აბიტურიენტებისთვის რაიმე თანამედროვე მეთოდის შექმნა განვიზრახეთ, რათა მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასევე საატესტატო გამოცდებისთვის უკეთ შეძლონ მომზადება. დღევანდელი ცხოვრების წარმოდგენა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ გადავწყვიტეთ მობილური ტელეფონის პროგრამა შეგვექმნა“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ლომთაძემ.

ნიკა დათიკაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა iPhone-ის ყველასთვის საჭირო პროგრამა შექმნა

საქართველოს გამოცდების და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ახალგაზრდა გამომგონებლებს მიაწოდა კითხვები, რომელთა საშუალებით აბიტურიენტები მასალის გამეორებას მუდამ შეძლებენ. პროგრამა ახალი ტესტებითა და კითხვებით მუდმივად განახლდება.

ლომთაძის თქმით, 2016 წლის ზაფხულიდან აბიტურიენტები პროგრამით თავისუფლად სარგებლობენ. ამჟამად ის ტელეფონში ჩატვირთა დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა.

ახალგაზრდა გამომგონებლებს მომავლისთვის დიდი გეგმები აქვთ. ჯერჯერობით ისინი შექმნილი პროგრამის მაქსიმალურად გაუმჯობესებასა და სრულყოფას გეგმავენ, მოგვიანებით კი — ახალ პროექტებზე მუშაობას, რომლებიც არანაკლებ საჭირო და საინტერესო იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0