აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა iPhone-ის ყველასთვის საჭირო პროგრამა შექმნა

© Личный архив Исаака (Ники) Датикашвилиნიკა დათიკაშვილი
ნიკა დათიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამის წყალობით sms-შეტყობინებები სრულად დაცულია, გარდა ამისა, შესაძლებელია, გაგზავნილი შეტყობინება უკან დააბრუნო ან წაშალო მანამ, სანამ მას წაიკითხავენ.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა ისააკ (ნიკა) დათიკაშვილმა iPhone-სთვის ახალი პროგრამა Privates შექმნა, რომლის საშუალებით შესაძლებელია გაგზავნილი sms-შეტყობინების დაბრუნება ან წაშლა, სანამ მას ადრესატი წაიკითხავს.

დავით რიჟინაშვილი - Sputnik საქართველო
"გონიერი საათი" ასაკოვანი ადამიანებისთვის - 15 წლის ქართველი მოზარდის გამოგონება

ახალი პროგრამის ავტორია 37 წლის სტომატოლოგი, ქართველი ემიგრანტების შვილი, რომლებიც ჯერ კიდევ 1960-იან წლების ბოლოს საქართველოდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. დღეს დათიკაშვილი წარმატებული ქირურგია, აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა ნიუ-იორკში, კითხულობს ლექციებს და ამის პარალელურად სმარტფონებისთვის პროგრამების შემუშავებით არის დაკავებული.

„ამჟამად ახალ, ძალზე საინტერესო პროგრამაზე ვმუშაობ, რომელიც მომხმარებელს გამოადგება. ამაზე მოგვიანებით აუცილებლად გიამბობთ“, — განუცხადა Sputnik-ს დათიკაშვილმა.

Privates-ის პროგრამის შექმნის იდეისკენ დათიკაშვილს საკუთარი ინფორმაციის დაუცველობის შეგრძნებამ უბიძგა. მისი თქმით, ამერიკული კანონების მიხედვით, ექიმს უფლება არ აქვს, შეინახოს ინფორმაცია პაციენტის შესახებ, თუ მას აღარ იყენებს. კლიენტებმა ამისთვის, შესაძლოა, ექიმს სასამართლოში უჩივლონ.

„პაციენტები ხშირად მიგზავნიან პირადი ინფორმაციის შემცველ sms-შეტყობინებას. მონაცემები ვინმემ რომ არ გამოიყენოს, პროგრამა მისი წაშლის საშუალებას იძლევა“, — აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი მოსწავლეები ხშირად უგზავნიან პაციენტების ფოტოებს და რჩევებს ეკითხებიან.

გარდა ამისა, დათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრ ადამიანს გაუგზავნია ისეთი შეტყობინება, რომლის თაობაზეც შემდეგ უნანია.

Life Saver - ნაღმსაწინააღმდეგო გამოგონება - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების გამოგონება განაღმვის სამსახურზე წარმოდგენას შეცვლის

ექიმის განცხადებით, აპლიკაციას მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 ათასი ადამიანი უკვე იყენებს.

ახალგაზრდა სტომატოლოგი ქართულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობს, თუმცა საქართველოში არასდროს ყოფილა. ის წარმოშობით უკრაინელ მეუღლესთან ერთად სამშობლოში ჩამოსვლაზე, საყვარელი აჭარული ხაჭაპურის გასინჯვასა და ნათესავების გაცნობაზე ოცნებობს.

„შინაგანად უფრო ქართველი ვარ, ვიდრე ამერიკელი. აშშ-ში დავიბადე და გავიზარდე, ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი საქართველო ყოველთვის ჩემთანაა“, — განაცხადა დათიკაშვილმა.

როგორ მან აღნიშნა, ბებია და ბაბუა ხშირად უყვებოდნენ საქართველოზე, თუ როგორი ლამაზია, როგორი საოცარი და მშვენიერია თბილისი.

„ჩემს მშობლებს დაბრუნება ძალიან უნდოდათ, მაგრამ აქ უკვე დიდი ხანია არიან. არ გამოვიდა“, — აღნიშნა დათიკაშვილმა და დასძინა, რომ შეეცდება მომავალ წელს საქართველოში აუცილებლად ჩამოვიდეს და Sputnik-ს პირადად უამბოს ახალ იდეებსა და წამოწყებებზე.

ყველა ახალი ამბავი
0