პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ხუთი ექს-ჩინოვნიკი შეიწყალა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ხუთი ექს-ჩინოვნიკის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილ სუსტ არგუმენტებს ეყრდნობა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი ექს-ჩინოვნიკის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. 

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
„კაბელების საქმე“: თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკებს პატიმრობის ვადა შეუმცირეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა 7 წლიდან 1 წელსა და ექვს თვემდე შეუმცირა — გაფლანგვის ბრალდების კვალიფიკაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით შეცვალა. 
აქედან გამომდინარე, სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლებს სასჯელარსრულების დაწესებულება რამდენიმე თვეში უნდა დაეტოვებინათ.

„პროცესის არცერთ ეტაპზე პროკურატურამ წაყენებული ბრალდების დამტკიცება ვერ მოახერხა, რასაც მკვეთრი შეფასებები მოყვა როგორც ქართული საზოგადოების ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში ისინი სასჯელარსრულების დაწესებულებას დატოვებენ“, — განაცხადა ჩიხრაძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებოდათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია „სილკნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილკნეტს“ შორის 2013 წლის 26 მაისს გაფორმდა.


ყველა ახალი ამბავი
0