თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. დაკავებულია საქართველოს შსს-ს ყოფილი თანამშრომლები და მათი მეგობარი, რომლებსაც Iberia TV-ს წამყვან გიორგი გასვიანზე ანგარიშსწორება ბრალდება, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
საუბარია 2016 წლის დეკემბერში ბორჯომში მომხდარ ინციდენტზე.
პროკურატურის მონაცემებით, გიორგი გასვიანი გაემგზავრა ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში. მას სავალ გზაზე ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები — პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.
აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის ავტომანქანასთან და სცემეს. ხუციშვილმა მას თავზე პისტოლეტი მიადო და დაემუქრა. გასვიანს თავი მას შემდეგ დაანებეს, რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტი იყო და მას სთხოვეს, არავისთვის არაფერი ეთქვა მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ ის სასტუმრომდე მიაცილეს.
მომდევნო დღეს გასვიანმა დაწერა განცხადება პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, გაიარა სამედიცინო შემოწმება ცემის ფაქტზე. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის ნაცემი იყო.
მიხეილ ხუციშვილმა ჟურნალისტი მომხდარის შემდეგ მაშინვე ამოიცნო.
საქმის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. შს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ხუციშვილის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ინსპექტორი პაატა კვინიკაძე გაათავისუფლეს.
პროკურატურის მონაცემებით, ინციდენტის დროს ხუციშვილი და კვინიკაძე მოვალეობებს არ ასრულებდნენ, მაგრამ მათი დაკავება აუცილებელი იყო, რადგან არ აღიარებდნენ ბრალს, არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და მოწმეებზე ზეწოლა შეეძლოთ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით „მუქარა“, რაც ისჯება ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით ან 1 წლამდე პატიმრობით; ასევე მუხლით „ძალადობა“, რაც ისჯება 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან 1 წლამდე პატიმრობით.