ერდოღანი ტრამპთან შეხვედრას გეგმავს

© REUTERS / HUSEYIN ALDEMIRრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტის აზრით, ამ ეტაპზე ქვეყნის აშშ-სთან სტრატეგიული კავშირები არ მუშაობს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა თურქეთსა და აშს-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღების მიზნით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით.

„სურვილი მაქვს შევხვდე ბატონ ტრამპს… მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების შეფასება იქნება. მუშაობს თუ არა ახლა ჩვენი სტრატეგიული კავშირები? არა. ჩვენ უნდა გავაჯანსაღოთ ისინი“, — განუცხადა თურქ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ტურნედან დაბრუნებულმა ერდოღანმა.

„ორივე ქვეყანა ნატო-ს წევრები ვართ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობების ამჟამინდელი დონე ნატო-ს ქვეყნების სოლიდარობას პასუხობს“, — აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერდოღანის განცხადებას აბსურდულს უწოდებს

ერდოღანის თქმით, თურქული მხარე დაინტერესებული კარგად გაერკვეს, რას ნიშნავს ტრამპის ამასწინანდელი განცხადება ნატო-ს შესახებ.

ერდოღანის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის — ეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი სრულყოფის აუცილებლობაა, განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის სფეროში.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აპირებს, რომ ამერიკელ კოლეგასთან ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციის საკითხზეც იმსჯელოს, რომელსაც ანკარა გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0