აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერდოღანის განცხადებას აბსურდულს უწოდებს

© AP Photo / J. Scott Applewhiteაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარკ ტონერმა უარყო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერს მხარს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სიტყვებს, რომ საერთაშორისო კოალიცია სირიაში ტერორისტებს უჭერს მხარს, აბსურდული უწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ეს აბსურდული განცხადებაა“, — განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.

გაეროს უშიშროებიის საბჭო - Sputnik საქართველო
გაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოში საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ რეზოლუცია მიიღო

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ კოალიციის მხრიდან, რომელსაც აშშ მეთაურობს, სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის მტკიცებულებები აქვს.

ერდოღანს რუსეთის სენატორმა ალექსეი პუშკოვმა დაუჭირა მხარი.

„ერდოღანი მართალია: მრავალი ფაქტია, რომლებიც აშშ-ის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას ადასტურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მცდელობა, უარყოს ცხადი, აბსურდულია“, — დაწერა პუშკოვმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

ტონერმა უფრო ადრე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ასტანაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ძალისხმევას, რომელიც სირიაში კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული.

ერდოღანის განცხადებით, ასტანაში სირიის საკითხებზე მოლაპარაკებებზე შეიძლება მიიწვიონ რუსეთის, თურქეთის, ირანის, საუდის არაბეთისა და კატარის, ასევე სირიის ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0