„მის სამყარო 2016“-ზე საქართველოს ნუკა ყარალაშვილი წარადგენს

© photo: Nuka Karalashvili / FBნუკა ყარალაშვილი
ნუკა ყარალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი „მის სამყაროს“ ტიტულზე წარდგენილი 86 პრეტენდენტიდან ერთ-ერთია.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სილამაზის 65-ე საერთაშორისო კონკურსზე „მის სამყარო“, რომელიც წელს ფილიპინებში იმართება, საქართველოს 25 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი წარადგენს.

© FB/ Nuka Karalashviliნუკა ყარალაშვილი
ნუკა ყარალაშვილი - Sputnik საქართველო
ნუკა ყარალაშვილი

მსოფლიოს ულამაზეს გოგონას კუნძულ ლუსონზე, ქალაქ პასაის Mall of Asia Arena-ში კონკურსის ფინალურ შოუზე 29 იანვარს დაასახელებენ. კონკურსში 86 ქვეყნის ლამაზმანები მონაწილეობენ. მისი პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში მოხდება.

ნუკა ყარალაშვილი „მის საქართველო 2015“-ის გამარჯვებულია. ის თბილისელია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი.

სამოდელო ბიზნესში ნუკა 16 წლიდან არის ჩართული. ამ დროის განმავლობაში ის თანამშრომლობდა სააგენტო Image Centre-თან და მილანურ სააგენტო THE ONE MODELS-თან. ქართველი მოდელი მონაწილეობდა მოდის კვირეულში თბილისსა და რომში, ასევე ამერიკელი მოდელიერის დონა კარანის (Donna Karan) შოუ-რუმებში, ცნობილი იტალიელი კუტიურიეს რობერტო კავალის Just Cavalli-ში.

„ყარალაშვილი არის მოდელი, რომელსაც ინტერესთა დიდი სპექტრი გააჩნია – მსოფლიოში მოგზაურობიდან წიგნების კითხვამდე. ის, რაც ზოგმა მის შესახებ არ იცის — მისი არტისტული მხარეა, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრისა და ცეკვის სპეციალიზებულ კურსებს მოიცავს. ყარალაშვილის ფილოსოფიური სიბრძნეა — საკუთარ თავთან მართალი უნდა იყო“, — აღნიშნულია კონკურსის ვებ-გვერდზე.

გოგონა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ქართველი „ცნობილების“ ტოპ–ათეული საცურაო კოსტიუმებში

კონკურსზე გამარჯვების შემთხვევაში ნუკა ყარალაშვილს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან სურს თანამშრომლობა.

„მის სამყარო“ სილამაზის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია. პირველი კონკურსი 1952 წელს კალიფორნიაში ჩატარდა.

„მის სამყაროს“ ტიტულის მფლობელთან, ტრადიციულად, დებენ ერთწლიან კონტრაქტს, რის შემდეგაც ის მსოფლიოში მოგზაურობს საქველმოქმედო და სოციალური მიზნებით. „მის სამყარო 2015“-ის ტიტულის მფლობელია ფილიპინელი პია ალონზო ვურცბახი.

ვიქტორია კოჩეროვა - Sputnik საქართველო
ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო 2016“-ზე სათანადოდ არ შეაფასეს

წელს კონკურსის ორგანიზატორებმა ახალი წესები შემოიღეს — ფინალში ჟიური აირჩევს 11 ტოპ-მონაწილეს, ხოლო კიდევ ერთ ფინალისტს მაყურებლის კენჭისყრით გამოავლენენ.

საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე Miss Universe-ის პროგრამის ჩამოტვირთვით.

გარდა ამისა, კონკურსის ფანატიკოსები მთელი მსოფლიოდან აქტიურად უჭერენ მხარს საკუთარ წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში, აქვეყნებენ მხარდამჭერ ოფიციალურ ჰეშტეგებს #MissUniverse. ამ გულშემატკივრების აქტიურობას ასევე ითვალისწინებენ მაყურებლის კენჭისყრის გამარჯვებულის შერჩევის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0