ქართველი ლამაზმანი „მის სამყარო 2016“-ზე სათანადოდ არ შეაფასეს

© FB / Виктория Кочероваვიქტორია კოჩეროვა
ვიქტორია კოჩეროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის კონკურსის გამარჯვებული პუერტორიკოელი სტეფანი დელ ვალე გახდა.

თბილისი, 19 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორია კოჩეროვა აშშ-ში გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო 2016“ ოცეულშიც ვერ მოხვდა.

„მის სამყარო 2016“-ის კონკურსის გამარჯვებული პუერტო-რიკოს წარმომადგენელი სტეფანი დელ ვალე გახდა. კონკურსის ფინალი 18 დეკემბერს ვაშინგტონთან ახლოს, პატარა ქალაქ ოქსენ-ჰილში გაიმართა. 19 წლის გოგონას გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა, ესპანელმა მირეი ლალაგუნამ გადასცა.

მეორე ადგილი და პირველი ვიცე-მისის ტიტული დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა იარიტზა მიგელინა რეიეს რამირესმა მიიღო, მასამე ადგილი და მეორე ვიცე-მისის ტიტული კი ინდონეზიელ ნატაშა მანუელას ერგო, იუწყებიან ორგანიზატორები.

პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ კენიისა და ფილიპინების წარმომადგენლები — ეველინ ნჯამბი ტანგუ და კატრიონა გრეი.

ლამაზმანების ტოპ-ოცეულში შევიდნენ ავსტრალიის, ბელგიის, ბრაზილიის, უნგრეთის, განას, დომინიკის რესპუბლიკის, ინდოეთის, ინდონეზიის, კენიის, ჩინეთის, სამხრეთი კორეის, კუკის კუნძულების, მონღოლეთის, პუერტო-რიკოს, სლოვაკეთის, შეერთებული შტატების, ტაილანდის, ფილიპინების, საფრანგეთისა და იაპონიის წარმომადგენლები. სულ კონკურსში 117 გოგონა მონაწილეობდა.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე ხუთ კონკურსში გამარჯვებულები გამოაცხადეს: „ტოპ-მოდელის“ ტიტული ჩინეთის წარმომადგენელმა მიიღო, „სპორტის“ კონკურსში კუკის კუნძულების მკვიდრმა გოგონამ გაიმარჯვა, „მის ტალანტი“ მონღოლი გოგონა, ხოლო „მის მულტიმედია“ ფილიპინელი გოგონა გახდა, Miss World Beauty with a Purpose-ის კონკურსში კი ინდონეზიელმა გოგონამ გაიმარჯვა.

21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩეროვა წარმოშობით თბილისელია, ჰყავს ტყუპისცალი და სოფია. ის ადრეული ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სპორტით, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კოჩეროვა ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ამჟამად ვიქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს. გოგონა პარალელურად თანამშრომლობს სამოდელო სააგენტოებთან IC Model Management და Elite Model Look-თან.

2015 წელს გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის საქართველო“ ვიქტორია კოჩეროვამ ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა.

მას ხშირად ცნობილ მოდელ ირინა შეიკს ადარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0