ქართველი „ცნობილების“ ტოპ–ათეული საცურაო კოსტიუმებში

© Flickr / Micah Camaraგოგონა სანაპიროზე
გოგონა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწურება ზაფხული და, მასთან ერთად, საცურაო კოსტიუმების სეზონი. როგორ ისვენებდნენ ქართული ტელე- და შოუბიზნესის ვარსკვლავები, როგორ საცურაო კოსტიუმებს ანიჭებდნენ უპირატესობას და როგორ გამოიყურებოდნენ ამ ზაფხულს. Sputnik-ი „ცნობილების“ ტოპ-ათეულს გთავაზობთ.

ზაფხულის ბოლო დღეს Sputnik-ი „ცნობილების“ ცხელ ტოპ–ათეულს გთავაზობთ, რომლებმაც უკვე მოასწრეს დასვენება და საცურაო კოსტიუმებში ფოტოსესიების მოწყობა. 

ტელეწამყვანს, მსახიობსა და მოდელს ნუკი კოშკელიშვილს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. 2016 წლის ცხელი ზაფხულის სამახსოვრო ფოტოზე აუზში ნუკის იასამნისფერი საცურაო კოსტიუმი ამშვენებს. უდავოა, რომ მშვენიერი ფორმის სხეულის მქონე ტელეწამყვანს ტყუილად არ უწოდებენ ქართული ტელეეთერის სექს-სიმბოლოს. 

არანაკლებ ლამაზ ფორმებს წარმოაჩენს მაქსიმალურად ღია საცურაო კოსტიუმში მსახიობი, ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი. მას ფოტოები ქალიშვილმა ევამ გადაუღო სტამბულში, სადაც ევა მკურნალობის კურსს გადიოდა მას შემდეგ, რაც მარტში სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. 

ზღვაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი და მოდელი თამუნა ჩალაძე. მან თავისი კარიერა დაიწყო როგორც ნიჭიერმა ფოტოგრაფმა, განსაკუთრებული გემოვნებითა და კადრის შეგრძნებით, რის შემდეგაც გადაწყვიტა მოესინჯა, როგორი იყო ობიექტივის მეორე მხარეს ყოფნა და გამოუვიდა კიდეც — წარმატებული მოდელი გახდა. 

ტელეწამყვანი, მოდელი და მომღერალი ნინა წკრიალაშვილი საცურაო სეზონს შავი კოსტიუმით შეხვდა — შავი ფერი ხომ განსაკუთრებით უხდებათ ქერებს. 

საცურაო კოსტიუმი ნაწილობრივ ფარავს ტატუს, რომელიც ნინას მუცელს ამშვენებს. ქერათმიან ლამაზმანს არც აქსესუარები დავიწყებია — მისი სათვალე და ქუდი ჰარმონიულად ეხამება ნინას საცურაო კოსტიუმს.

მის საქართველო 2015, მოდელი ნუკა ყარალაშვილი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელად ითვლება, აუზზე გადაღებულ თავის ფოტოს აქვეყნებს. მას ზედა ნაწილთან შეერთებული ბიკინი შეურჩევია. ნუკას არც სათვალე დავიწყებია და მიმდინარე სეზონის ტრენდი — თმებზე მოხვეული ბენდენა ამშვენებს. 

ცნობილ ტელეწამყვანსა და მოდელს თიკა ფაცაციას, მიუხედავად იმისა, რომ სამი ვაჟის დედაა, შეუძლია სხეულის იდეალური ფორმებით იტრაბახოს და, რა თქმა უნდა, თამამად წარმოაჩინოს ეს ფორმები ულამაზეს ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში. 

 

ახალგაზრდა დედისა და მომღერლის ქეთა თოფურიას სხეულის ფორმები ნამდვილად ბევრს შეშურდება. იგი აქვეყნებს მისი და მისი პატარა ქალიშვილის იტალიაში ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს. ქეთას მისხალიც არ შემატებია მშობიარობის შემდეგ და იდეალურ ფორმაშია.

💕

Фото опубликовано Keti Topuria (@keti_one_official) Июл 12 2016 в 11:28 PDT

 

 

მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე, მიუხედავად იმისა, რომ აგრეთვე მრავალშვილიანი დედაა, დღემდე სხეულის იდეალურ ფორმებს ინარჩუნებს. 

Shot by @eleneshelia1 🏊 #enjoyingholidays

Фото опубликовано Tako Chkheidze (@tako_chkheidze) Авг 3 2016 в 9:31 PDT

 

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი — ჟანეტ ქერდიყოშვილი იტალიაში ისვენებდა. ლამაზმანმა რამდენიმე ფოტო გამოფინა სხვადასხვა საცურაო კოსტიუმში, რომლებიც განსაკუთრებულად ეხამებიან მისი თვალების ფერს. 

💦☺️

Фото опубликовано Janet Kerdikoshvili (@missgeorgia2011) Июл 28 2016 в 3:03 PDT

 

მოცეკვავე და მოდელი სალომე ჭაჭუა საქართველოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სხეულის მქონე ქალი. იგი არაერთხელ მიიწვიეს სარეკლამო რგოლებში, სადაც საცურაო კოსტიუმით პოზირება იყო საჭირო. სალომემ გამოფინა ფოტო, რომელშიც მისი სხეულის შოკოლადისფერ რუჯს ჟოლოსფერი საცურაო კოსტიუმი ამშვენებს.

ყველა ახალი ამბავი
0