საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შენიშვნები გაუგზავნა

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლების გამოყენება გადაწყვიტა და ქვეყნის პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შენიშვნები გაგზავნა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტების პაკეტში ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები გაგზავნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სამშაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
სიახლე საქართველოს სასამართლოებში: საქმეებს კომპიუტერი გაანაწილებს

საქართველოს პარლამენტმა დეკემბერში კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესწორებები მიიღო, რაც საქმეების განაწილების ელექტონული სისტემის დანერგვასა და სასამართლოს თავმჯდომარეების მოადგილეების უფლებამოსილების გადანაწილებას გულისხმობს — ამიერიდან ისინი სასამართლოების კოლეგიების ხელმძღვანელობას ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის დროს უპირატესობა მიენიჭებათ იუსტიციის სკოლადამთავრებულებსა და მათ, ვინც კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომელთა თაობაზე და რომელთა დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი იმისთვის, რათა ეს სისტემა სასმართლოში დანერგილიყო. ასეთია, მაგალითად, საქმეების ელექტრონულად გადანაწილების სისტემა“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავდროულად ეს საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს, აღნიშნა მარგველაშვილმა.

„აქედან და სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და პარლამენტს ვთავაზობ მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გვენეტაძე: საქართველოში თავისუფალი მოსამართლეები არიან

აღნიშნული შენიშვნები მთლიანად ესადაგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მიმაჩნია, რომ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობასა და სასამართლოს“, — დაასკვნა პრეზიდენტმა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემის რეფორმირებას შეუდგა.

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე მიღებული ცვლილებები გახდა. მაშინ გააუქმეს პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შევიდა ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც არ იყვნენ მოსამართლეები, და ექვსი მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლე.

მეორე ტალღა იყო სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დანიშვნა იმ მოსამართლეებისთვის, ვინც თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0