გვენეტაძე: საქართველოში თავისუფალი მოსამართლეები არიან

© photo: courtesy of Nino Gvenetadzeნინო გვენეტაძე
ნინო გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ რეფორმების ახალი ტალღა ყველაფერს გამოასწორებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოში სასამართლო ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალია, განაცხადა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. 

ოპოზიციამ მოსამართლეები არაერთხელ დაადანაშაულა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთების შესრულებაში. აღნიშნული საკითხი მეტნაკლებად მწვავე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებზე რამდენიმე მოსამართლის დანიშვნის შემდეგ გახდა.

 „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასამართლო თავისუფალია  ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური და სხვა ფორმალური ზეგავლენებისგან, რომლებიც შეიძლება სასამართლო წარმოებისას განხორციელდეს“, — განაცხადა გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.  

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღიარა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში ნაკლოვანებები არის, თუმცა აღნიშნა, რომ რეფორმების მესამე ტალღა მათ აღმოფხვრას შეძლებს. 

მოსამართლის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
საქართველოს სასამართლოებში საქმეებს კომპიუტერი გაანაწილებს

 „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რათა სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს.

სასამართლო რეფორმის პირველი ტალღა 2013 წელ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესების ცვლილება გახდა. მაშინ პრეზიდენტისა და პარლამენტის კვოტები გაუქმდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი შევიდა, რომლებიც მოსამართლეები არ არიან და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ შერჩეული ექვსი მოსამართლე.

რეფორმის მეორე ეტაპი უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის 2015 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება იქცა. 

რეფორმის მესამე ეტაპი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. ის საქმეების ელექტრონული განაწილების შემოღებას და სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეების უფლებამოსილებების გადანაწილებას ითვალისწინებს, რომლებიც სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეობას ვეღარ შეძლებენ.

გარდა ამისა, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ იუსტიციის სკოლადამთავრებულებსა და ასევე იმ პირებს, რომლებიც „ეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.


ყველა ახალი ამბავი
0