თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ამიერიდან ყველა საქალაქო, რაიონული და სააპელაციო, ასევე უზენაესი სასამართლოს საქმეებს კომპიუტერი გაანაწილებს.
საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლო სისტემის დიდ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, ხოლო ოპოზიცია შიშობს, რომ ეს სასამართლოზე ზეწოლის ინსტრუმენტი გახდება.
გარდა ამისა, პარლამენტმა ასევე მიიღო შესწორებები, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 16 მოსამართლე იქნება. აქამდე მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავდა.
ასევე, შესწორებების თანახმად, უზენაეს სააპელაციო სასამართლოებში გადანაწილდა სასმართლოს თავმჯდომარეების მოადგილეების უფლებამოსილებები. ამიერიდან ისინი სასამართლო კოლეგიებს ვეღარ უხელმძღვანელებენ.
გარდა ამისა, საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში მოსaმართლეების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იუსტიციის სკოლის კურსდამთავრებულებს და მათ, ვინც „კეთილსინდისიერებისა და რეპუტაციის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.