კვირიკაშვილმა ტრამპს წარმატებები უსურვა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით აშშ-ის მნიშვნელობა აღნიშნა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ამოქმედება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი.

აშშ-ში ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა

„მინდა მივულოცო ბატონ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები, როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან საქართველოსა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები აღნიშნა.

„საქართველო იყო და რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობები“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ქარტიას ხელი მოეწერა 2009 წლის იანვარში. ქარტიის ფარგლებში იმავე წლის ივნისში რიგ მიმართულებებზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებასა და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის კუთხით.

ქალების საპროტესტო აქცია თბილისში ტრამპის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
თბილისში ტრამპის წინააღმდეგ ქალთა მარში ჩატარდა

„ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს თანამშრომლობის დადებითი შედეგების. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენი უმთავრესი პარტნიორი“, — დასძინა პრემიერმა.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში.

2016 წლის ივლისში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. ქართული მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0