თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.
წერილში საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა რწმენა, რომ დონალდ ტრამპის მმართველობით ამერიკის შეერთებული შტატები მოიპოვებს მეტ ძლიერებას, განვითარებასა და კეთილდღეობას.
„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობის შუქურა სხვა ქვეყნებისთვის და მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.გამოწვევებით აღსავსე, რთული გარემოს გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეასრულებთ გადამწყვეტ როლს უფრო დაცული, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიოს შექმნაში“, – ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ პარტნიორად.ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენი ერები ერთობლივად ებრძოდნენ სხვადასხვა გამოწვევებს და მყარად იდგნენ საერთო კეთილდღეობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე“–აღნიშნულია წერილში.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ–ს პრეზიდენტის საქარველოში დაპატიჟების შესაძებლობა ექნება.
„მე მაქვს ძლიერი სურვილი და ველი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება მომავალში.“ნათქვამია წერილში.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. მან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო ფიცი.
70 წლის ბიზნესმენმა ტრამპმა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ბარაკ ობამა შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ორი ვადა დაასრულა.