დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

© photo: Sputnik / Кейтлин Оукс / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
70-წლის ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტია.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. მან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო ფიცი. 

70 წლის ბიზნესმენმა ტრამპმა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ბარაკ ობამა შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ორი ვადა დაასრულა.

„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია“, — განაცხადა ტრამპმა ფიცის დადებისას. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონ რობერტსმა მიულოცა, დონალდ ტრამპი ოჯახის წევრებისკენ მიბრუნდა და გადაეხვია მათ.


ყველა ახალი ამბავი
0