საქართველოს პარლამენტში „ნაცმოძრაობას“ ერთი ფრაქცია ეყოლება

© photo: Sputnik"ნაცმოძრაობა"
ნაცმოძრაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 27–დან 21–მა დეპუტატმა დატოვა. დარჩენილ დეპუტატებს პარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება მოუწიათ.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაცია მიზანშეწონილად ჩათვალა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების მიზეზები დაასახელა

გასულ კვირას საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმცირესობა დაკარგა. ენმ–ის ლიდერთა დიდმა ნაწილმა იანვარში პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა დატოვა პარტია. პარტიამ თავიდანვე ორი ფრაქცია ჩამოაყალიბა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის". ახლა კი ფრაქციებს, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის “ეწოდებათ. ფრაქციებს ხელმძღვანელობენ სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილი ექვსი დეპუტატი — რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი პარლამენტში ახალ ფრაქციას — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აყალიბებენ. ფრაქციის თავმჯდომარე გახდა რომან გოცირიძე, მისი მოადგილეა სალომე სამადაშვილი, ხოლო ფრაქციის მდივანი — თინათინ ბოკუჩავა.

რეგლამენტის მიხედვით, ახალი ფრაქციის რეგისტრაცია შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც „ნაცმოძრაობამ“ კომიტეტს პარტიიდან გარიცხული დეპუტატების სია წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში უმცირესობა დაკარგა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის შემდეგ პარლამენტის ბიურო ახალი ფრაქციის შექმნის საკითხს ფორმალურად ცნობად მიიღებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.

დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა. სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.

ყველა ახალი ამბავი
0