„ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში უმცირესობა დაკარგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განხეთქილების შემდეგ ფრაქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის" მიიღებენ სახელწოდებებს „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ჰყავს საპარლამენტო უმცირესობა, პარლამენტის ბიურომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების გადარქმევის ფაქტი ცნობად მიიღო, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

გასული კვირის ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტში მოხვედრილი 27 დეპუტატიდან 21-მა დატოვა პარტია. პარტიამ თავიდანვე ორი ფრაქცია ჩამოაყალიბა — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის". ახლა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები აპირებენ შეუერთდნენ პარტიას „ევროპულ საქართველო“, რომლის ლიდერია ნაცმოძრაობისა და პარლამენტის ყოფილი წევრის გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში ფრაქციების გარეშე რჩება

პარტიიდან წასვლის შემდეგ 21-მა დეპუტატმა გადაწყვეტილება მიიღო ფრაქციების სახელის გადარქმევის შესახებ. ამიერიდან ფრაქციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის" მიიღეს სახელწოდებები, შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის“. ფრაქციებს უხელმძღვანელებენ სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია.

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციების გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ სხდომაზე ცნობად მიიღო.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ბიურო გადაწყვეტილებებს არ იღებს. ეს ინფორმაცია უბრალოდ გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხების კომიტეტს, კომიტეტი კი ამის შესახებ პარლამენტს სხდომაზე აცნობებს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უგულავა: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა

პარლამენტის ბიურომ ასევე ცნობად მიიღო ნაცმოძრაობის ყოფილი წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის გადაწყვეტილება – გახდეს დამოუკიდებელი დეპუტატი.

 „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში დარჩენილი დეპუტატები ნიკა მელია, რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, ლაშა დამენია და აზერ სულეიმანოვი პარლამენტის სხდომაზე ფრაქციის გადარქმევის შესახებ ოფიციალური განცხადების შემდეგ პარლამენტში ახალ ფრაქციას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოაყალიბებენ.

2016 წლის შემოდგომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.

დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა.

სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.

ყველა ახალი ამბავი
0