„ჟიგანები“ და „ურკები“, ანუ როგორ შეიქმნა „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი

© Пресс-служба МВД РФ / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებულები
დაკავებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ მაინცდამაინც დედის კალთას ამოფარებულს არ გაგიტარებიათ ახალგაზრდობა, თქვენს ნაცნობებში ყველა კატეგორიის ადამიანი მოხვდებოდა - შავიც, თეთრიც და სხვა ათასი ჯურისაც. ეს შესავალი იმიტომ დამჭირდა, რომ თემას, რომელსაც შევეხები, ზედმეტად არ მიმაწებონ.

მოკლედ, მეც, ბევრის მსგავსად, თბილისის ერთ კოლორიტულ უბანში გავიზარდე, იმ დროის ნაცნობებიდან დღეს ზოგი აკადემიკოსია, ზოგი ქურდი, ზოგიც არაფრისტი. ამ შემთხვევაში ჩემი საუბრის თემაა ქურდული სამყარო, უფრო ზუსტად, საიდან მოდის ამ სამყაროში დამკვიდრებული ზოგიერთი წესი. იერარქიულად რომ მივყვე, ყველაზე საინტერესო პერსონები კანონიერი ქურდები არიან. სწორედ მათი წარმოშობის ერთ საინტერესო ვერსიაზე მინდა მოგითხროთ.  ალბათ, ბევრს აქვს წაკითხული, თითქოს ეს ინსტიტუტი სტალინის ჩამოყალიბებულია. ვერსია ასეთია:

1929 წელს სტალინმა დაიბარა გპუ-ს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა და გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლის მეთოდის მოფიქრება დაავალა. ხუთ დღეში იაგოდამ თავისი გეგმა წარადგინა, რომელიც ცნობილი გერმანელი მაძებრის ვილჰელმ შტიბერის თეორიას ემყარებოდა.

კოქტეილი - Sputnik საქართველო
სისხლიანი მარია სტიუარტი და სერპუხოვოელი კოსტია სილვერისგან მოპარული რეცეპტი

— კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, – ამტკიცებდა შტიბერი,- დანაშაული იყო, არის და იქნება. ამიტომ აუცილებელია კრიმინალური სამყაროს კონტროლი. საამისოდ კი ერთადერთი გზა არსებობს: ჩვენ კონტროლქვეშ უნდა მოექცეს კრიმინალური ელიტა.  შტიბერმა უდიდესი სამუშაო გასწია. მან საგანგებოდ შეისწავლა ინდოეთში არსებული ქურდული კასტების სტრუქტურა, ზნე–ჩვეულებანი. მანვე ჩამოაყალიბა კრიმინალური სამყაროს ელიტის პორტრეტი:— არა ოჯახი, არა პოლიტიკა, არა გაზეთები, არა მთავრობასთან თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, დეკლარაციულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ელიტა ძირითადად ჩვენი ან ჩვენს კონტროლქვეშ მოქცეული პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც გაარჩევენ საქმეებს, გაყოფენ ნადავლს, დასჯიან იმათ, ვინც თავის თავზე მეტისმეტად ბევრს იღებს ან ჩვენ დაგვეხმარებიან მათ დასჯაში.

ფინეთის სამთავრობო ბანკი ჰელსინკიში - Sputnik საქართველო
საუკუნის ძარცვა ჰელსინგფორსში და ქართველი ანარქისტების როლი რუსეთ-იაპონიის ომში

იაგოდამ გაწეული სამუშაოს შესახებ სტალინს მოახსენა:

— მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენი აქტიური ძალისხმევით შეიქმნას კრიმინალთა ახალი ელიტა. ძველებზე ეს იმოქმედებს.

— ანუ, თქვენ გსურთ, კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქციოთ?— შეეკითხა სტალინი.

— დიახ, მე მსურს, შევქმნა ქურდის ახალი ტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნება, ასე ვთქვათ, კანონიერი ქურდი, – მიუგო იაგოდამ.

ეს გახლავთ ტერმინ „კანონიერი ქურდის“გაჩენის ერთი ვერსია. თუმცა, არსებობს სხვაც, რომელიც პირადად მე სინამდვილესთან უფრო ახლოს მდგომი მგონია. ყურადღებით გავეცანი რუსი ისტორიკოსების ა. სიდოროვისა და ე. მიხაილოვის ნაშრომებს ამ თემაზე და ახლა მოკლედ მოგითხრობთ მათ დასკვნას, რომელიც, ძირათადად, ემთხვევა ერთმანეთს. 

ნარიყალა - Sputnik საქართველო
„კავკასიელი არწივი“ - იმამი შამილი და მისი ქართული წარმომავლობის ვერსია

1918-20 წლებში ბარონ ვრანგელის არმია ყირიმში დამარცხდა. თურქეთისა და საფრანგეთის ხელისუფალთა ძალისხმევით, არმიის ნარჩენები გემებით თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. თუმცა დიდი ნაწილი იქვე, ყირიმში დარჩა. ვრანგელის არმია ძირითადად თეთრგვარდიელი ოფიცრებით იყო დაკომპლექტებული, ანუ განათლებული თავადაზნაურებით, რომელთათვისაც საბჭოური პრინციპები აბსოლუტურად მიუღებელი გახლდათ. ახალ საზოგადოებაში ადაპტირება მათთვის წარმოუდგენელი იყო, ჰქონდათ იარაღი, საბრძოლო გამოცდილება და მათი უმრავლესობა ყაჩაღობით ირჩენდა თავს. ძარცვავდნენ ძირითადად სახელმწიფოს, ხოლო ჩვეულებრივი მომპარავი სამყაროსგან რომ გამიჯნულიყვნენ, დაირქვეს ქურდები (вор). მეორენაირად მათ მოიხსენიებდნენ „ჟიგანებად“, რომლებიც რა თქმა უნდა დაუპირისპირდნენ მანამდე არსებულ კრიმინალურ სამყაროს ანუ „ურკებს“.  მალე შეიქმნა „გულაგი“, სადაც მოხდა კიდეც ეს დაპირისპირება. „ჟიგანებმა“ დაიმორჩილეს იმ დროის საბჭოეთის ტერიტორიაზე მომრავლებული უპატრონო ბავშვები(беспризорники), „გულაგის“ ბანაკებში გაუსწორდნენ  „ურკებს“ და სწორედ მათგან შეიქმნა ე. წ. ელიტური კასტა „კანონიერი ქურდი“, ანუ ადამიანთა კატეგორია, რომელიც მათივე დაწერილი კოდექსით ცხოვრობდა. კანონი მიმართული იყო იქითკენ, რომ მათი კასტა არ აღრეულიყო იმდროინდელ  საზოგადოებაში. ამ ადამიანების წარმომავლობის გათვალისწინებით გაჩნდა  ტერმინებიც- ქურდად  კურთხევა(крестить, короновать), რომლებიც აშკარად არ არის საბჭოური ფრაზეოლოგია. ჩემს მიერ ჩამოთვლილი რუსი ავტორები იხსენებენ იმ პერიოდის „გამოჩენილ“ ქურდებს, რომელთა მეტსახელებიც ასევე მიუთითებდა წარმომავლობაზე; მათ შორის მრავლად იყვნენ ბარონები, გრაფები, კნიაზები ა.შ. 

კინოფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
„ცესარევიჩ“ ალექსის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა

რაც შეეხება იაგოდაზე მოთხრობილ ვერსიას, შესაძლოა დროთა განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლებამ მართლაც გამოიყენა შტიბერისეული მეთოდები და ეს კანონიერი ქურდები მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელი ხელს ჰბანდა…  

ამ მონათხრობს არც ისტორიული კვლევის პრეტენზია აქვს და არც სხვის საქმეში ვიქექები, უბრალოდ ვიფიქრე, რომ  თემა  საინტერესოა და გადავწყვიტე, თქვენთვის გამეზიარებინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0