შს სამინისტრო: საქართველო რუსეთს ცერცვაძის შესახებ ინფორმაციას ვერ წარუდგენდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მებრძოლი გიორგი ცერცვაძე ინტერპოლის მეშვეობით რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის  შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილ მებრძოლზე გიორგი ცერცვაძეზე ინფორმაციის გაცვლა არ მომხდარა, რადგან ქვეყნებს შორის პირდაპირი პოლიციური თანამშრომლობა არ არსებობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში 40 დღით უკვე მოათავსა. კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის ცერცვაძის პირადი მონაცემებისა და უცხოეთში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გადაეცემა შეეძლო.

 „საქართველოსა და რუსეთს შორის საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. ამდენად, ინფორმაციის არანაირი გაცვლა არ ხორციელდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

უფრო მეტიც, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორმა სახელმწიფომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის ძებნილი პიროვნება და მოითხოვოს საქმის განხილვა, რაც ცერცვაძის შემთხვევაში არ მომხდარა.

გიორგი ცერცვაძე - Sputnik საქართველო
უკრაინაში მოსკოვის მოთხოვნით ქართული სპეცრაზმის ყოფილი მებრძოლი დააკავეს

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ხატიამ დეკანოიძემ ქართველი მესაზღვრეებს ის დააბრალა, რომ მათ იცოდნენ, რომ ცერცვაძე ინტერპოლით იძებნებოდა და მას ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს, რის შედეგად ის უკრაინაში დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრეს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს, თუკი მისი საპასპორტო მონაცემები წესრიგშია და ის შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაში არ იმყოფება.

შს სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაცვლა ინტერპოლის 190 წევრ ქვეყანაში ძებნილ პიროვნებაზე წარმოადგენს ვალდებულებას და სპეციალური, დაცული ქსელის მეშვეობით ხორციელდება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც ასევე აცხადებენ, რომ ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია არ გადაუციათ.

ლოგოტიპი INTERPOL შენობაზე - Sputnik საქართველო
ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქე გახდა

ქართველი სამხედრო მოსამსახურის პირადი მონაცემების შესაძლო გადინების შესახებ ინფორმაციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ, მათ საქართველოს პროკურატურას მოსთხოვეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება”.

საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ წევრები მზად არიან დაკავებულ ცერცვაძეს თავდებში დაუდგნენ და ამით მას გათავისუფლებაში დაეხმარონ.

ამასთან, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „რუსთავი 2“–ის ინტერვიუში აცხადებს, რომ არსებული უთანხმოების მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან კრიმინალის საკითხებში უნდა ითანამშრომლოს.

გიორგი ცერცვაძე 1969 წლის 2 აპრილს დაიბადა. ის საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია. მას მერე, რაც მან საქართველოს შსს-ს რიგები დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ 1992–1993 წლებში ის აფხაზური კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მას 2003 წელს ჩადენილი დანაშაული ბრალდება, ძებნა მასზე 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა.


ყველა ახალი ამბავი
0