ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქე გახდა

© photo: courtesy of Interpolლოგოტიპი INTERPOL შენობაზე
ლოგოტიპი INTERPOL შენობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი კარიერის მანძილზე პოლიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი ებრძოდა ეკონომიკურ და საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციას.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი აირჩიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ დელეგაციის შემადგენლობაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ინტერპოლის 85-ე გენერალური ასამბლეა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს.

„რუსეთის მოქალაქემ არა მხოლოდ დაიკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ევროპიდან ქვეყნის ინტერპოლში შესვლიდან (25 წელზე მეტი ხნის წინ) პირველად, არამედ ის აირჩიეს 127 ხმით. წინააღმდეგი იყო ათი და თავი შეიკავა რვამ“, — აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

ინტერპოლი - Sputnik საქართველო
ინტერპოლმა კიდევ ერთი ქართველი ჩინოვნიკის ძებნა შეწყვიტა

ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ ასევე აირჩია ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელობა: პრეზიდენტის პოსტზე ფრანგ მირეი ბალესტრაზის, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლის ნოემბრიდან ედგა სათავეში, ჩაანაცვლებს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე მენ ხუნვეი.

პროკოპჩუკმა, კენჭისყრის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას, იმედი გამოთქვა, რომ მისი 30 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება სამართალდამცველ ორგანოებში ინტერპოლს წაადგება. თავისი კარიერის მანძილზე პოლიციის გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი ებრძოდა ეკონომიკურ და საგადასახადო დანაშაულებს, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციას.

ინტერპოლში ახალი ვიცე-პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. ორი წლის წინ ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ინტერპოლი თავისი რიცხოვნობით გაეროს შემდეგ მეორე საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი წევრია 190 სახელმწიფო.

ყველა ახალი ამბავი
0