უკრაინაში მოსკოვის მოთხოვნით ქართული სპეცრაზმის ყოფილი მებრძოლი დააკავეს

გამოწერა
საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცერცვაძე უკრაინაში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს, სადაც მას 2003 წელს განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. კიევი არ გადასცემს რუსეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ყოფილ მებრძოლს გიორგი ცერცვაძეს, თუ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეთა ძალების შემადგენლობაში მისი მონაწილეობა დადასტურდა, ნათქვამია კიევის პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლომ ის წინასწარ პატიმრობაში 40 დღით უკვე მოათავსა.

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი მზადაა, აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში იცხოვროს

„სასამართლო სხდომაზე დაკავებული ცერცვაძის ადვოკატმა ზეპირი ფორმით განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკრაინის მოხალისეთა ძალების მხარეზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ბრძოლებში მონაწილეობდა, ხოლო მის მიმართ რუსეთის მხარის ბრალდებები გაყალბებულია და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კიევის პროკურატურამ ინფორმაციის უტყუარობის შემოწმება დაიწყო.

„უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მოხალისეთა ძალების შემადგენლობაში დაკავებულის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ქვეყანა–აგრესორის მოთხოვნა ამ პირის გადაცემის შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება“, – აღნიშნავს პროკურატურა.

გიორგი ცერცვაძე საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია. მას მერე, რაც მან საქართველოს შსს-ს რიგები დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

„არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას (ცერცვაძეს) იმ პერიოდში (2003 წელს — რედ.) საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია… უკრაინული ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი ამას არ დაუშვებს“, — დაწერა Facebook–ში უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0