ამ საქმიანობით დღეს ჩვენში თავს ბევრი ირჩენდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი ერთადერთი და მომგებიანი ბიზნესი იყო.
ზოგადი სტატისტიკური მონაცემებით 2016 წელს საქართველოში შემოვიდა 83 780 მანქანა, აქედან დაახლოებით 40 000-მდე მარჯვენასაჭიანი იყო. როგორ გადაწყდება საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბედი და საერთოდ როგორია პერსპექტივა, ამ თემაზე სასაუბროდ ორ პროფესიონალს და ამ საქმეში გარკვეულ ადამიანს დავუკავშირდით.
თავდაპირველად საკუთარი მოსაზრების გაზიარება თბილისის საკრებულო დეპუტატს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის თავმჯდომარეს, ექსპერტ შალვა ოგბაიძეს ვთხოვეთ:
—ამ თემას ასე დავიწყებდი: ცალკე აღებულს, მარჯვენასაჭიან იაპონურ ავტომობილს, მე განვხილავ როგორც მსოფლიო საავტომობილო მრეწველობის მინი-შედევრს, მაგრამ როდესაც საქართველოში რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა 40 % იან ზღვარს გადააბიჯა, ეს უკვე პრობლემას ქმნის.
მხედველობაში მაქვს ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჩვენი ქვეყანა მარჯვენა მხრივი მოძრაობისთვისაა გათვლილი, ანუ მარცხენასაჭიანი ავტომანქანებისთვისაა გათვალიწინებული, მხედველობაში მაქვს გაჩერებები, სავაჭრო ცენტრებში შესასვლელები, ასევე როგორც წესი, მარჯვენა მხარესაა დასახლებულ პუნქტებში შესასვლელი გზები. ჩვენთან ბევრია მინივენები, რომელთა მფლობელები ტაქსაობენ. მესმის, რომ ესა მათი დასაქმების ზოგჯერ ერთადერთი წყარო და საშუალება, მაგრამ აბა, დააკვირდით საიდან სხდებიან ისინი — მარცხენა მხრიდან, აღმაშენებლის გამზირზე, პეკინზე, სადაც გაცხოველებული მოძრაობაა, ეს ძალიან საშიშია. ამიტომ ამან არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჩვენს მოქალაქეებს. ისვე როგორც ეს შესაძლოა შექმნან მარცხენასაჭიანმა ტექნიკურად გაუმართავმა ავტომანქანებმაც. მარჯვენასაჭიანი ავტომანაქების მიმართ მისაღები იყო გადაწყევტილებები, მათი ხელაღებით აკრძალვა არ შეიძლებოდა.
შარშანდელიდან დაწყებული ეს თემა რამდენჯერმე გაცხელდა, მერე ისევ მინავლდა, მოგვიანებით ისევ გააქტიურდა.
მე მაშინ მედია-საშუალებითაც ვთქვი, რომ დრაკონულ გადაწყვეტილელებს ვეწინააღმდეგები მეთქი. მაგრამ ვინც ახლახან აიღო მართვის მოწომობა და იქ როგორც წესი გამოცდა მარცხენა საჭიან ავტომობილზე ჩააბარა, მერწმუნეთ, ამ ადამიანს სერიოზული პრობლემები ექნება. ამას მე, როგორც ექსპერტი ისე გეუბნებით. ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანაქნების განბაჟება არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი და განბაჟების დროს გადასახადი გააძვირა, ანუ სინამდვილეში ნაკლებად ცუდი რამ მოხდა.
ეს ავტომანქანები მთლიანად არ აიკრძალა, თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესს წლის ბოლოს თან დაერთო ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში და მთელი რიგი მტკივნეული პროცესები. მე მაინც ფრთხილ პროგნოზს გამოვთქვამ, ვფიქრობ, რომ იმ მსურველთა რაოდენაობა, ვისაც სურს მარჯვენსაჭიანი ავტომობილების შეძენა შემცირდება. აგრეთევ დილერებსაც მოუწევთ დაფიქრება თუ კი ასე გაძვირდა საბაჟო გადასახადი, რამდენად მომგებიანი იქნება ასეთი ტიპის მანქანების შეძენა. თუმცა ჩემი მხრივ იმასაც ვიტყვი, რომ ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილებთან შედარებით, იაპონური ავტომობილები ეკონომიურად უფრო ხელსაყრელია და მოწესრიგებული.
ამ საკითხში გასარკვევად აგრეთვე დავუკავშირდით საქართველოში იაპონური კომპანია „auto pros japane“- ის ტექნიკურ მენეჯერს, ოთარ თეთრაძეს:
-ჩემი აზრით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების გაყიდვები ჩვენს ქვეყანაში შეწყდება. ორი უმსხიველი იაპონური კომპანია „Beforward” და „ auto pros japanese“ გადის საქართელოდან, მაგრამ არსებობს ალტერნატივა, ელექტომობილის სახით. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენთან 70- მდე ელექტომობილი გაიყიდა. თუ როგორ განვითარდება ეს ბიზნესი, ამას დრო გვიჩვენებს. აქციზის გაძვირებამ ჩვენში საარსებო წყარო ბევრს შეუწყვიტა. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მე პირადად სახელმწიფოს ვეთანხმები, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტმობილების იმპორტი ამ ტემპით რომ გაგრძლებულიყო, სულ მალე ჩვენთან მარცხენა საჭიანები აღარ ივლიდნენ. ვნახოთ, ყოველთვის არსებობს რაღაცის ალტერნატივა და ჩვენც უკეთესზე ვიფიქროთ.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები და გახდება თუ არა ახალი იაპონური ალტერნატივა-ელექტრომობილი ჩვენში პოპულარული, ამას დრო გვიჩვენებს.