Audi ჩინურ FAW-თან ელექტრომობილების წარმოებაში თანამშრომლობას აფართოებს

© REUTERS / Mark BlinchAudi Q8
Audi Q8 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მოდელის ელექტრომობილების წარმოების თაობაზე ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით განისაზღვრა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კომპანია Audi AG ჩინურ საავტომობილო კომპანია First Automobile Works-თან (FAW Group) პარტნიორობას გააფართოებს და მასთან ერთად დაიწყებს ელექტრომობილების ახალი მოდელების წარმოებას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომპანია Audi-ს განცხადებაზე დაყრდნობით.

ახალი ელექტრომობილების წარმოების თაობაზე ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით განისაზღვრა. 

Audi და FAW ფინანსური მომსახურების სფეროშიც ითანამშრომლებენ. კერძოდ, ჩინური კომპანია გერმანელ პარტნიორს აღნიშნულ სფეროში სწრაფად მზარდი კლიენტურის მოთხოვნების მომსახურებაში დაეხმარება.

„ჩვენ ჩინეთში ზრდის ერთობლივი გზის შემდგომ ეტაპზე გადავდივართ. ჩვენი პარტნიორობა ახლა ყველა სხვა დროსთან შედარებთ მეტად იქნება ფოკუსირებული მოგებიან და მდგრად ზრდაზე. ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ბაზარია ელექტრომობილების კუთხით“, — განაცხადა „აუდის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა დიტმარ ფოგენრაიტერმა.

1990 წელს დაარსებული გერმანული ავტომშენებელი კომპანია Audi Group კონცერნ Volkswagen Group-ის შემადგენლობაში შედის. ხოლო 1953 წელს სსრ კავშირის ხელშეწყობით დაფუძნებული FAW ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავტომშენებელი კომპანიაა ჩინეთში. 

ყველა ახალი ამბავი
0