2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

© FB Георгия Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი
გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს ევროპის ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, მიმდინარე წელს კი ბანკს 300 მლნ ევროს ინვესტიციების განხორციელება აქვს დაგეგმილი, განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. 2017 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში 300 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ს პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის დროს გაკეთდა.

მხარეების შეხვედრა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც 17-20 იანვრის პერიოდში გაიმართა დევიზით „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში EBRD-ს როლის შესახებ, საქართველოს ბიზნეს-გარემოს განვითარებისა და ამ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

ქვესადგური - Sputnik საქართველო
საქართველო ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ ისწრაფვის

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წელს ევროპის ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება. 2017 წლის გეგმები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს შევძლებთ 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში“, — განაცხადა ჩაკრაბარტიმ შეხვედრის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, EBRD საქართველოში რეფორმებს მხარს დაუჭერს და ქვეყანაში ფინანსურ მოცულობებს გაზრდის.  

თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD: საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 3,4%-ით გაიზრდება

დავოსში მიმდინარე ფორუმი, რომლის ფარგლებში დაახლოებით 400 სესია იმართება, ოთხ მიმართულებაზეა კონცენტრირებული — გლობალური თანამშრომლობის ხელახლა გააზრება, გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლება, კაპიტალიზმის რეფორმირება და მეოთხე სამრეწველო რევოლუციისთვის მზადება.

ფორუმში მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 70 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სესიაზე მოხსენებით „აბრეშუმის გზის გავლენა“ (The Silk Road Effect) და ისაუბრა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე.

კვირიკაშვილმა ასევე გამართა შეხვედრები რიგი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან და სერბეთის პრემიერ ალექსანრდ ვუჩიჩთან, ასევე მსხვილ ბიზნესმენებთან. ვიზიტი 21 იანვარს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0